გერმანიაში, სიგარეტის ქურდობისთვის 24, 26 და 30 წლის ქართველები დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მძარცველები სიგარეტის კოლოფებს სპორტულ ჩანთაში ათავსებდნენ.
ისინი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.