საუდის არაბეთის თასის ნახევარფინალში “ალ აჰლიმ” “ალ ნასრი” 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 61-ე წუთზე ალ დავსარიმ გახსნა, 11 წუთში მალკომმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
86-ე წუთზე “ალ ნასრის” ლიდერი კრიშტიანო რონალდო მსაჯმა არასპორტული საქციელის გამო მოედნიდან გააძევა, მას შემდეგ, რაც არბიტრმა პორტუგალიელს წითელი ბარათი უჩვენა, 39 წლის სუპერვარსკვლავმა ემოციების შეკავება ვერ მოახერხა.
90+9 წუთზე მანემ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა დარჩენილ დროში “ალ ნასრმა” მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.
“ალ ჰილალი” სუპერთასის ფინალში “ალ იტიჰადს” დაუპირისპირდება, შეხვედრა 11 აპრილს, თბილისის დროით 21:30
საათზე დაიწყება.