ციგანკოვი “ჟირონასთან” კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს

“ჟირონა” 26 წლის უკრაინელ ნახევარმცველ ვიკტორ ციგანკოვს კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებას შესთავაზებს, – იტყობინება ჟურნალისტი იგორ ციგანიკი.
თავად ფეხბურთელმა საკითხის გადაწყვეტა ზაფხულისთვის გადადო, ვინაიდან იმედი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში, იმაზე უკეთესი წინადადებით მიმართავენ, ვიდრე კატალონიური კლუბი შესთავაზებს და კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელებასაც არ გამორიცხავს.
ციგანკოვს “ჟირონასთან” ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე კლუბში 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში