რამდენს გამოიმუშავებს ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბანკირი?

გასულ წელს, ევროპაში ბანკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO შვეიცარიული ბანკის, UBS-ის ხელმძღვანელი სერჟიო ერმოტი გახდა. მას 14.4 მლნ შვეიცარიული ფრანკი გადაუხადეს 2023 წლის ცხრა თვეში, რაც დაახლოებით 14.7 მლნ ევროს შეადგენს.

აღნიშნულმა თანხამ ევროპის უმსხვილესი ბანკის, HSBC-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ნოელ ქუინის ხელფასს (€12.4 მლნ) გადააჭარბა.

სერჟიო ერმოტი UBS-ს ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის აპრილში შეუერთდა.

აღსანიშნია, რომ ამჟამად UBS-ის შემადგენლობაში შედის Credit Suisse-ის აქტივებიც, UBS-მა ის 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად შეიძინა. თავად Credit Suisse-ი 2023 წლის 19 მარტიდან დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს, რადგანაც მან ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა. ამასთან, სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ (SICC) გასულ წელს მიღებული განაჩენით, Credit Suisse-ის სინგაპურულ სატრასტო შვილობილს ს სასარგებლოდ $750 მილიონის ექსრო ანგარიშზე განთავსება დაავალა. შესაბამისად, ივანიშვილის კომპენსაციის მომსახურებაც საბოლოოდ UBS-ს მოუწევს.

ცნობისთვის, 2023 წელს UBS Group-ის წლიურმა მოგებამ $27.8 მლრდ შეადგინა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ