ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩადის

ოლაფ შოლცი ჩინეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელი, შტეფენ ჰებეშტრაიტი ავრცელებს.
გერმანიის კანცლერი, ჩინეთში სამდღიან ვიზიტს 14 აპრილს დაიწყებს, რომლის ფარგლებშიც იგი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება და მასთან უკრაინის წინააღმდეგ ს ომის საკითხს განიხილავს.
„ვფიქრობ, ჩინეთს რუსეთზე გავლენა აქვს და ჩვენ გვსურს, რომ ჩინეთმა ამ გავლენის გამოყენება შეძლოს“, – განაცხადა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.
ოლაფ შოლცი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი ციანსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს 16 აპრილს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ