ლევან მგალობლიშვილი ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მგალობლიშვილი ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მცირე და საშუალო მრეწველობის განვითარების პერსპექტივებზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე სამშენებლო სექტორის, ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით ისაუბრეს.
“დღეს გაიმართა შეხვედრა ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციასთან, ჩინეთის სხვადასხვა ინდუსტრიული პროვინციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესასწავლად. განხილვის თემები იყო: მცირე და საშუალო მრეწველობის განვითარება საქართველოში, სამშენებლო სექტორი, ვაჭრობა, ლოგისტიკა და ტურიზმი” , – განაცხადა მგალობლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ