ჩრდილოეთ კორეამ გაუშვა რაკეტა, რომელსაც, სავარაუდოდ, “ჯაშუშური თანამგზავრი” ჰქონდა

სამხრეთ კორეისა და იაპონიის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა გაუშვა, რომელსაც, სავარუდოდ, ჯაშუშური თანამგზავრი ჰქონდა. მედიის ცნობით, ამ წელს, ეს, ოფიციალური ფხენიანის მხრიდან, ორბიტაზე ჯაშუშური თანამგზავრის განთავსების მესამე მცდელობაა.
„ჩრდილოეთმა კორეამ ისროლა, სამხედრო სათვალთვალო თანამგზავრი სამხრეთის მიმართულებით“, – თქვა სამხრეთ კორეის გაერთიანებულმა შტაბმა.
რაკეტის გაშვება სამხრეთ კორეასთან ერთად იაპონიამაც დაადასტურა:
„ჩრდილოეთმა კორეამ საეჭვო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა“ – წერს იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას ოფისი X-ზე.
იაპონიამ გამოსცა საგანგებო გაფრთხილება ოკინავას სამხრეთ პრეფექტურის მაცხოვრებლებისთვის, რომ თავი დაეფარათ, მაგრამ სასწრაფოდ გააუქმა გაფრთხილება და თქვა, რომ ჭურვი “წყნარ ოკეანეში გადავიდა”.
მანამდე, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიას აცნობა, რომ თანამგზავრის გაშვება 22 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით იგეგმებოდა. იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა შეატყობინა გაშვების შესახებ ყვითელი ზღვისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ამ წლის დასაწყისში ჯაშუშური თანამგზავრების გაშვება ორჯერ სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.