ევროპის დღეების აღსანიშნად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 ათასი გამოყო

ევროპის დღეების აღსანიშნად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 ათასს ლარი გამოყო. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერით განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ 4 აპრილს გამოაქვეყნა.
ამავდროულად, დღეს პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც სამოქალაქო სექტორში ანტიევროპულ კანონს უწოდებენ და ევროინეტგრაციის ხელშემშლელ ფაქტორად განიხილავენ.
დამატებით ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობა 500 ათასი ლარის ღირებულების კამპანიის წარმოებას გეგმავს.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში 9 დათქმით მიიღო. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ