ლადო პაპავა – მივესალმები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ რეზერვების ნაწილი სწორედ მონეტარულ ოქროში განთავსდეს

სრულად მივესალმები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ რეზერვების ნაწილი სწორედ მონეტარულ ოქროში განთავსდეს, – აცხადებს აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. მისი განმარტებით, რისკების დაზღვევისთვის რეზერვების დივერსიფიკაციაა საჭირო.
მისი თქმით, საქართველოსაც მსგავსი ნაბიჯი სჭირდებოდა.
„დღეს როდესაც მსოფლიოში გლობალურად არასტაბილური ვითარებაა, როდესაც ს ომი ში ჯერ არ არის დასრულებული, ომი გრძელდება ღაზას სექტორში ყველა ცდილობს დააზღვიოს თავის რისკები. ერთ-ერთი მიმართულება არის სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია. ამიტომ ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება ამ დივერსიფიკაციის კუთხით, რომ საერთაშორისო რეზერვებში გაჩნდეს მონეტარული ოქრო. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგეს ისეთმა ქვეყნებმა როგორიც არის , გერმანია, იტალია, საფრანგეთი. ანუ რეზერვებში ოქროს დამატება დღეს ეს უკვე არის ტრენდული მოვლენა და რა თქმა უნდა, საქართველოსაც ესაჭიროებოდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. სრულად მივესალმები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ რეზერვების ნაწილი განთავსდეს სწორედ მონეტარულ ოქროში“, – აღნიშნა პაპავამ.
აკადემიკოსის თქმით, იმისთვის, რომ რისკები იქნას დაზღვეული რეზერვების დივერსიფიკაციაა საჭირო და რეზერვების დივერსიფიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კი მონეტარული ოქროა.
ვლადიმერ პაპავა მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში დოლარზე მოთხოვნა მცირდება, რისკები იზრდება და ამ პირობებში დივერსიფიკაციის კუთხით მნიშვნელოვანი ხდება მონეტარული ოქრო.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეზერვებში ოქროს დამატება არ ყოფილა, პირველი ნაბიჯია და ვფიქრობ დროულია“, – აცხადებს ლადო პაპავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!