პრეზიდენტი „აგენტების კანონზე“ სასაუბროდ ელჩებს შეხვდა

ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი -ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს ე.წ. აგენტების კანონზე სასაუბროდ შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოსურათებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია – ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა!..
საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს“, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 8 აპრილს, ბიურომ დაარეგისტრირა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დაავალდებულებს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
დეპუტატის თქმით, კანონს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე – ივნისის ბოლო პარასკევამდე – მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ