თეონა აქუბარდია „ოცნებაზე“ – „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ თავიანთ ბოდვაში ახლა უკვე „ფეისბუქი“ ჩართეს და ამტკიცებენ, რომ „ფეისბუქი“ ოპოზიციას უჭერს მხარს

„გლობალური ომის პარტიის“ შესახებ თავიანთ ბოდვაში ახლა უკვე „ფეისბუქი“ ჩართეს და ამტკიცებენ, რომ „ფეისბუქი“ ოპოზიციას უჭერს მხარს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება მათი ინტერესია – „გლობალურ ომის პარტიაში“ ახლა უკვე „ფეისბუქის“ გაწევრიანება ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული „რუსული კანონით“ საქართველოს დასავლური ვექტორის წინააღმდეგ სვლა ხდება და ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“.
როგორც აქუბარდია აღნიშნავს, თუ „ქართულ ოცნებას“ რეალურად უნდოდა გამჭვირვალობა, გრანტების შესახებ კანონში პატარა ცვლილების შეტანა ძალიან მარტივად შეეძლოთ.
„ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, აღნიშნული კანონი, მით უფრო, წინასაარჩევნოდ, გამოიწვევს, როგორც ქვეყნის ევროპული მომავლის მნიშვნელობამ შეფერხებას, არამედ, ასევე, ქვეყანაში კიდევ ერთხელ დაყოფას და პოლარიზაციას, რაც დიდ რისკებს ქმნის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
დასავლეთის მტრად გამოცხადება და ტოლობის ნიშანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, ბუნებრივია, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და დასავლეთის რეაქციები და მოწოდება ვერ იქნება მამუკა მდინარაძის განმარტებასთან საპირწონე. ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“. „გლობალური ომის პარტიის“ თავიანთ ბოდვაში ჩართეს ახლა უკვე „ფეისბუქი“ და ამტკიცებენ, რომ „ფეისბუქი“ ოპოზიციას უჭერს მხარს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება არის მათო ინტერესი და ამით ხდება „გლობალურ ომის პარტიაში“ ახლა უკვე „ფეისბუქის“ გაწევრიანება.
როდესაც გვეუბნებიან, რომ ამ ყალბი გამჭვირვალობის კანონით საქართველოს სუვერენიტეტი გამტკიცდება, ესეც არის მორიგი ტყუილი, იმიტომ, რომ ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს არყევს, არის ოკუპანტი და დასავლეთის მხარდაჭერა, მათ შორის, სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა