ხატია დეკანოიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შემობრუნებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოება გახლიჩოს და ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა შეაჩეროს

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შემობრუნებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოება გახლიჩოს და ევროკავშირისკენ საქართველოს სვლა შეაჩეროს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის კიდევ ერთი მიზანია სადამკვირვებლო მისიების და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია მოახდინოს, რომ “შემდეგ, არჩევნებამდე და ს შემდეგ, ღიად დასდონ ბრალი უცხო ქვეყნის გავლენის გატარებაში”.
როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, “ყალბი და ფარისევლური მტკიცებაა ის, რომ თითქოს, აღნიშნული კანონმდებლობა გამჭვირვალობას მიემართება და ეს დადასტურდა “მეტას”, ანუ „ფეისბუქის” მიერ, რომელმაც დაბლოკა, პრაქტიკულად, ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც „ქართული ოცნება” აზიარებს”.
„ეს არის პირდაპირი საბოტაჟი და დაბრკოლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის. ეს არის საქართველოს მოქალაქეების, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ 26 მარტს ერთიანობის ძალიან დიდი სიხარული და რა თქმა უნდა, ეს სთვის და მისი პარტიისთვის მიუღებელია. ის ენერგია, რომელიც იყო ერთიანობის, ივანიშვილს ეშინია, რომ მის წინააღმდეგ არ იყოს მიმართული და ამიტომ შემოიტანა ეს.
არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა – ეს არის სადამკვირვებლო მისიების დისკრედიტაცია და ასევე იმ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობა, ვინც ჩართულია სადამკვირვებლო მისიებში. ეს არის ძალიან მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს და საქართველოს ევროკავშირში სვლა შეაჩეროს”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან