რუსეთის ხელისუფლებამ 7 აპრილს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ორენბურგის წყალდიდობით მოცულ ადგილებში – იუწყება სახელმწიფო მედია.
წყალდიდობამ, რომელიც მოჰყვა მდინარე ურალის წყლის დონის მატებას, 4000-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის 885 ბავშვის ევაკუაცია გამოიწვია – აცხადებს რეგიონის გუბერნატორი.
სახელმწიფო სააგენტო TASS-ი იუწყება, რომ დაიტბორა კიდევ 2000 სახლი, რაც საერთო მონაცემს რეგიონში 6300-მდე ზრდის.
რუსეთის საგანგებო ვითარებათა მინისტრი, ალექსანდრ კურენკოვი 7 აპრილს ჩავიდა ორსკში – ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზიანებულ ქალაქში – რათა სამაშველო ოპერაციებს უხელმძღვანელოს.
