ვახტანგ ჯორბენაძე – „იმერეთი გრინერის” საქმეზე საპარტნიორო ფონდმა ხაზარაძე/ჯაფარიძესთან რამდენიმეწლიანი უშედეგო მოლაპარაკებები აწარმოა, მანამ სანამ სასამართლოში საქმე გადახდისუუნარობაზე აღიძვრებოდა
საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჯორბენაძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან თანამშრომლობისა და „იმერეთი გრინერთან“ დაკავშირებულ თაღლითურ ბიზნეს გეგმაზე ისაუბრა.
შეთანხმება არეგულირებდა იმ სტანდარტულ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელსაც ფონდი აქამდე იყენებდა პროექტების დაფინანსებისთვის, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შევდივართ კაპიტალში ჩვენი დაფინანსებით, თუმცა ამავე დროს ვართ კრედიტორები, რაც საზოგადოებისთვის ნათელია, იმიტომ, რომ საჯარო რეესტრში ფიქსირდება ჩვენი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები, როგორიც არის იპოთეკა, გირავნობა და ეს ყველასთვის ნათელია, – აღნიშნა ვახტანგ ჯორბენაძემ.
მისივე თქმით, ფონდი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, შესაბამისად მოქმედებს მსოფლიოში მოქმედი საუკეთესო სტანდარტებით, რაც გამორიცხავს ფინანსური საკითხების გარდა რაიმე სხვა საკითხების გათვალისწინებას.
„იმერეთი გრინერის“ ხელმძღვანელთან გვქონდა კომუნიკაცია, გახლავდათ ბატონი დირკ ალეველი ნიდერლანდების მოქალაქე, რომელიც ასევე წარმოადგენდა ჩვენი პარტნიორის „ჯორჯიან ფრეშ ჰოლდინგის“ დირექტორს, მასთან დავიწყეთ კომუნიკაცია, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა უარესდებოდა, შესაბამისად, საფრთხე შეიძლებოდა შეჰქმნოდა ჩვენი როგორც კრედიტორის მოთხოვნებს.
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან დავიწყეთ ამ საკითხზე მათთან საუბარი, სამწუხაროდ შეთანხმება ვერ მოხდა 2021 წლის მარტის ჩათვლით პერიოდამდე. ანუ საკმაოდ დიდი დრო გავიდა მანამდე, სანამ გადახდისუუნარობის საქმის აღძვრისათვის სასამართლოს მივმართავდით. ეს გამოწვეული იყო არა მარტო იმით, რომ ფინანსური მდგომარეობა იყო გაუარესებული კომპანიის და შესაბამისად ჩვენი ფონდის ინვესტიციის დაცვას სჭირდებოდა ამ ღონისძიებების გატარება, არამედ იმითაც, რომ 2021 წლის 1 აპრილიდან იცვლებოდა ის რეჟიმი, რომელიც არეგულირებდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებებს და ის რეჟიმი უკვე ჩვენ მდგომარეობას, როგორც კრედიტორის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებდა, – განაცხადა ჯორბენაძემ.
Previous: საქართველო აუცილებლად მიაღწევს იმას, რომ სიცრუე, ფეიკი, დეზინფორმაცია, ფაქტების გაყალბება და ცილისწამება – ძვირადღირებული ან სისხლისსამართლებრივი დასჯის ფუფუნების საგანი გახდეს