“რეალთან” თამაში? ჩემპიონატსაც კი ვერ ვლიდერობთ” – გვარდიოლა

ესპანელი სპეციალისტის თქმით, ის ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “რეალთან” დაპირისპირებაზე არ ფიქრობს, რადგან მის გუნდს ჩემპიონატში გამარჯვებების მოპოვება სჭირდება.
“ამ მომენტში “რეალთან” დაპირისპირებაზე არ ვფიქრობ, ჩემპიონატს რომ 18 ქულით ვლიდერობდეთ, მაშინ აუცილებლად ვიფიქრებდი, თუმცა მესამე ადგილზე ვართ. მართალია ლიდერს დიდი სხვაობით არ ჩამოვრჩებით, მაგრამ თუ ქულებს დავკარგავთ, შესაძლოა, ჩემპიონობის შანსი დავკარგოთ”, – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 67 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ “ლივერპულს” 3 ქულით ჩამორჩება.
“ქალაქელები” “რეალს”, 9 აპრილს დაუპირისპირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში