ბრიტანული უნივერსიტეტების ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობები და ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პერსპექტივა – საქართველოს განათლების მინისტრი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შოტლანდიაში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, ბრიტქნეთის საბჭოს ორგანიზებით, შოტლანდიაში გამართულ საერთაშორისო ფორუმში “Going Global 2023” მონაწილეობენ.
ფორუმის მსვლელობისას კომიტეტის თავმჯდომარემ და მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართეს შოტლანდიის განათლების მინისტრ გრემ დეისთან, უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველ სერ სტივ სმიტთან, შოტლანდიის უნივერსიტეტების გაერთიანების ხელმძღვანელ ანდრეა ნოლანთან, გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტების ასოციაციის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელ ჯეიმი აროუსმიტთან, დანდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან – ჯეისონ ნორისთან და იაინ ჯილესპისა და სეინთ ენდრიუს უნივერსიტეტის პრორექტორ ბრედ მაკკეისთან.
“შეხვედრებზე, ძირითადად, განხილულ იქნა საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმა და ბრიტანული უნივერსიტეტების ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობები.
შეხვედრების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოში გაცნობითი ხასიათის ვიზიტების განხორციელებისა და, ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დაწყების მიზნით, ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს