ფანცულაია “სამგურალის” ფეხბურთელი გახდა

თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია კარიერას “სამგურალში” გააგრძელებს, – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება:
“წყალტუბოს “სამგურალმა” გამოცდილი თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა.
30 წლის ფორვარდი კარიერის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატის არაერთ გუნდში ასპარეზობდა. კარიერის საუკეთესო წლები 2020-2022 წლების სეზონში ჰქონდა. 2020 წელს ქუთაისის “ტორპედოში” გამართულ 17 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და მომდევნო წელს ბათუმის “დინამოში” გადავიდა. ბათუმში ორი სეზონი დაჰყო, ეროვნულ ლიგაში 19 გოლი გაიტანა და 2021 წელს საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. 2022 წელს კი “დინამოსთან”
ერთად საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.
ბათუმიდან ყაზახურ “კასპიიში” გადაბარგდა, სადაც მის ანგარიშზე 6 გატანილი გოლია. გიორგი ფანცულაიას ბოლო კლუბი ქუთაისის ,,ტორპედო” იყო, სადაც მან გასულ წელს, ნახევარი სეზონი გაატარა.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, გიორგი ფანცულაია 2010-2013 წლებში საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებების წევრი იყო. 2021 წელს კი ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში