ირაკლი ბურჭულაძე – საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში – მომზადების კუთხით შეფასებები ძალიან კარგია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან

საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში- მომზადების კუთხით შეფასებები ძალიან კარგია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან, – ამის შესახებ “მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, კვალიფიკაციებმა წარმატებით ჩაიარა.
“საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში. კვალიფიკაციებმა წარმატებით ჩაიარა, ამას მოჰყვა გახსნის ღონისძიება. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ და ზეგ ფინალები წარმატებით ჩაივლის. მომზადების კუთხით შეფასებები ძალიან კარგია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან. ვიმედოვნებ, ფინალები წარმატებული იქნება”, -აღნიშნა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, გუდაურში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, , საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, , , და საქართველო) 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იასპარეზებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – გრძელი და არსებითი სატელეფონო საუბარი მქონდა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან – უკრაინა აპირებს ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელებას, რათა მიაღწიოს მშვიდობას

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული