მეთოფიშვილი ქონების შემოწმებაზე: მე და არც ერთ ჩემს კოლეგას არაფრის გვეშინია

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თბილისი საქალაქო სასამართლომ მეთოფიშვილისა და კიდევ სამი მოსამართლის, რომელთა შორის -ის მიერ სანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე არიან, მათი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა.
კერძოდ, მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და მის კოლეგებს “არაფრის ეშინიათ” და მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე მოსამართლეთა ქონების კანონმდებლობის შესაბამისად წარმართული შემოწმების პროცედურას ეხება.
განცხადების ბოლოს იგი წერს, რომ მოსამართლეებს უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს ქონებრივი მდგომარეობის შემოწმებისგან თავის არიდებაში, მაშინ როცა არასამთავრობო ორგანიზაციებს “რამდენიმე გვერდიანი დეკლარაციის წარდგენაც კი არ სურთ მათი დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.”