საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

გუშინ, 3 აპრილს, პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში სტარტი იუნიორებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატმა აიღო.
დღეს გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ეროვნულმა ნაკრებმა როგორც კვალიფიკაციაში, ასევე ძირითად ბადეში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და უახლოეს მდევრებს იტალიელებსა და გერმანელებს დიდი უპირატესობით სძლია.
საქართველოს სახელით სამი ტანმოვარჯიშე, ნინო ქორიძე, მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი წარდგნენ.
შეგახსნებთ, აღნიშნული ტურნირისთვის ქართველი ტანმოვარჯიშეები ზაქარია სულაშვილმა და რუსუდან ხოფერიამ მოამზადეს.