“შარშან ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ამ კანონს აღარ შემოაბრუნებდა” – ტომარაძე

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:

„უცხოური ძალის ინტერესების“ კანონთან დაკავშირებით!
1) კანონი არ არის რუსული, ამერიკულია. თუმცა მაშინ –ში ეს კანონი მიიღეს ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ; 2) შარშან ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ამ კანონს აღარ შემოაბრუნებდა, პირობის დარღვევა კი ნებისმიერ შემთხვევაში არ არის კარგი; 3) ორგანიზაცია, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება, უმრავლეს შემთხვევაში რა თქმა უნდა ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს. ბუნებრივია, საქართველოში მრავალი წელია არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელებიც ეწევიან საბოტაჟს, მიღებული გრანტის ფარგლებში მოქმედებენ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ; 4) ამავდროულად არსებობს სფეროები (ეკოლოგია, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, პენიტენცია…) სადაც საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსება არ ნიშნავს უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას, თუმცა ამ კანონით ყველა ორგანიზაცია ერთ თარგზე იჭრება და ბევრი კეთილსინდისიერი ორგანიზაცია აიკრავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყს; 5) ამ კანონით ფაქტობრივად ბევრი არაფერი იცვლება, ფინანსური გამჭვირვალობა ისედაც მოქმედებს, ხოლო ისრები ვისკენაც არის რეალურად მიმართული, ნებისმიერი იმ არასამთავრობოს საიტზე ისედაც დევს დონორთა სიაც და თანხის ოდენობაც; 6) რეალურად ეს კანონი ხელისუფლების ინტერესს ემსახურება, რადგან ქვეყანაში ტელემედიის ნდობა საზოგადოებაში დაკარგულია, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გამარგინალებული და დასუსტებულია, დარჩენილია არასამთავრობო სექტორი, რომლის დიდი ნაწილიც მართალია ვერ დაიკვეხნის ჩაუქობითა და ეროვნული საქმიანობით, თუმცა ხელისუფლებისთვის დიდად ხელისშემშლელია, კორუფცია იქნება ეს ნეპოტიზმი თუ სხვა მანკიერების გამოაშკარავება-მხილება. შესაბამისად, ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკის შემთხვევაში მათ დაერქმევათ დისკრედიტირებული სახელი (ჯაშუში); 7) საქართველოს პარლამენტში მრავლად გვყავს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორში წლობით მომუშავე პარლამენტარები და ამ კანონის მიღების შემდეგ რა გამოვა, მივიღებთ ყოფილი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებით (ანუ აგენტებით) გამოტენილ პარლამენტს? თუ ასეა, მათი არც სინანული მოგვისმენია და არც აღსარება… 8.)ქართული ოცნების ხელისუფლებამ 12 წლის მანძილზე სწორედ ამ არასამთავრობო სექტორთან ერთად თანამშრომლობით მიიღო ის მრავალი კანონი, რომელიც ხშირად უპირისპირდებოდა საზოგადოების დიდი ნაწილის ტრადიციული შეხედულებებსა და განწყობებს. ზუსტად მაგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ინიშნებოდნენ სახალხო დამცველის, საზმაუს ბორდის და სხვა მრავალ მნიშვნელოვან თანამდებობებზე.
ფაქტია ახლა ხელისუფლება ცდილობს სრულიად შეცვალოს საკუთარი იდეოლოგია, ასევე აპირებს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და გენდერული კვოტირების გაუქმებას, ს გამოა ეს, თუ ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გავლენაა, მალე გავიგებთ…

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?