ფლიკს “ბარსელონას” გაწვრთნა სურს – მან “ბლაუგრანას” თამაშის შესწავლა უკვე დაიწყო

Diario Sport წერს, რომ გერმანელ სპეციალისტ ჰანს-დიტერ ფლიკს “ბარსელონას” გაწვრთნა სურს. 59 წლის მწვრთნელი მოლოდინშია, რომ მსოფლიო გრანდიდან დაუკავშირდებიან.
მან “ბლაუგრანას” თამაშის ანალიზი და მომავლის ტაქტიკურ იდეებზე ფიქრი უკვე დაიწყო.
კატალონიელთა ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების გადადებას და ჯერ მიმდინარე სეზონის დასრულებას ამჯობინებს, რადგან არ არის გამორიცხული, ხავი მწვრთნელის პოსტზე დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი გერმანიის ნაკრებში გასული წლის შემოდგომამდე მუშაობდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ჯულიან ნაგელსმანი დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში