ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ხარკოვზე რუსეთის “ამაზრზენ” თავდასხმას

გასულ ღამეს რუსეთის დრონებმა იერიში მიიტანეს უკრაინის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის ხარკოვზე, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა ორ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმიდან რამდენიმე საათში პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ხარკოვზე იერიში იყო “ამაზრზენი და ცინიკური თავდასხმა”. ზელენსკის თქმით, კიევი მუშაობს “პარტნიორებთან, რათა გააძლიეროს ჩვენი ქალაქების და სოფლების დაცვა”.
“უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება პირდაპირ ნიშნავს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას”, – დასძენს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან