პარლამენტმა „გირჩის“ ინიციატივით „საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით უყარა კენჭი – გადაწყვეტილება 82 ხმით, 14-ის წინააღმდეგ მიიღეს

პარლამენტმა ხმაურიანი განხილვის ბოლოს, “გირჩის” ინიციატივით “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით უყარა კენჭი.
გადაწყვეტილება 82 ხმით, 14-ის წინააღმდეგ მიიღეს.
სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე მომზადებული პროექტი მესამე მოსმენით სესიაზე დღესვე გავა და საბოლოოდ დამტკიცდება.
პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის” საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, “საარჩევნო კოდექსში” სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.
საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის ანგარიში – პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს