კრემლი ოცნების დასაცავად – პესკოვის განცხადება

პუტინის პრესმდივანი ამბობს, რომ “ოცნების” კანონის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა, აბსურდულია.
დმიტრო პესკოვი ასევე ამტკიცებს, რომ ს ინტერესში საქართველოში სტაბილური ვითარება შედის.
„საქართველო უდავოდ ჩვენი მეზობელია. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესში საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, ასეთი გეგმების მიმართ ოპოზიციის საკმაოდ მწვავე და მკვეთრ რეაქციას, მაგრამ აქ საჭიროა, უბრალოდ მათთვის უფრო აქტიური ახსნა. ამის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა, აბსურდულია. ახლა ყველა ქვეყანა პრაქტიკულად ებრძვის მათ, ვინც არის უცხო სახელმწიფოს აგენტი, იღებს ფულს ან იმყოფება უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ. ეს არსებითად გლობალური პრაქტიკაა“, – აღნიშნა პესკოვმა.