ლატვია უკრაინას 1 მილიონი ევროს ღირებულების დრონებს გადასცემს

ლატვია უკრაინას 1 მილიონი ევროს ღირებულების დრონებს გადასცემს, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ თავის უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დრონები უკვე შემოწმებულია, ჩვენმა კოლეგებმა დაადასტურეს, რომ ისინი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ“, – განაცხადა ევიკა სილინამ.
ასევე, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად ლატვია 10 მილიონ ევროს გამოყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაკ მირიანაშვილი: უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს… ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს. ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ