WhatsApp-ი და Instagram-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

Meta-ს სოციალური ქსელების, WhatsApp-ისა და Instagram-ის მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან წერენ, რომ აპლიკაციები ზოგიერთ რეგიონში გაუმართავად მუშაობს.
მომხმარებლების ცნობით, WhatsApp-ის აპლიკაცია არ იხსნება, ან არ შეუძლიათ მესიჯების გაგზავნა. ზოგიერთი ვერ ხსნის პროგრამის ვებვერსიას.
რაც შეეხება Instagram-ს, მისი მომხმარებლები სხვადასხვა პლატფორმებზე წერენ, რომ არ შეუძლიათ პოსტების დადება, “სთორის” გახსნა.
სოციალურ ქსელ Reddit-ზე მომხარებლები ამბობენ, რომ გარკვეული ხარვეზებით მუშაობს Facebook-იც.
NetBlocks-ი, პროექტი, რომელიც ინტერნეტაქტიურობას აკვირდება, წერს, რომ Instagram-სა და WhatsApp-ს საერთაშორისო ხარვეზი აქვს. WhatsApp-ის გაუმართაობაზე ცნობა გაავრცელა Downdetector-მაც.
Downdetector-ის ცნობით, WhatsApp-ის მუშაობის პრობლემამ შეაწუხა -ში სულ მცირე 12 000, ინდოეთში 20 000, დიდ ბრიტანეთში 46 000, ბრაზილიაში კი – 42 000 მომხმარებელი. ამავე ცნობით, აშშ-ში Instagram-ის მუშაობის ხარვეზთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა 4 800-მა ადამიანმა.
Meta-ს, რომელიც მსგავს შემთხვევებს გვიან ეხმაურება და კონკრეტულ დეტალებს არ ასახელებს, აპლიკაციების ხარვეზებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
გასულ თვეში Facebook-ისა და Instagram-ის ათიათასობით მომხმარებელს შეეხო გათიშვა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც Meta-ში განმარტეს, ეს ხარვეზი დაკავშირებული იყო ტექნიკურ საკითხთან.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი