Le Monde – საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს

საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde-ი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკეზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ საფრანგეთს თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუსა და მისი რუსი კოლეგა სერგეი შოიგუს შორის საუბარი, რომელიც 3 აპრილს შედგა, უპირველეს ყოვლისა მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხებოდა.
ლეკორნუმ 22 მარტს, მოსკოვის ოლქში, “ისლამური სახელმწიფოს” მიერ მოწყობილი ტერაქტი დაგმო, დაშავებულებსა და მათ ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადა.
“მან დაადასტურა, რომ საფრანგეთს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, რომელიც ამ ტერაქტსა და უკრაინას შორის კავშირის დადგენას გახდიდა შესაძლებელს. ლეკორნუმ მოუწოდა რუსეთს [ამ ინციდენტის] ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაცია შეწყვიტოს”, – აღნიშნულია კომუნიკეში.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე დაგმო აგრესიული ომის გაგრძელება, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, აღნიშნა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას “იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება მისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში, რათა მშვიდობა და უსაფრთხოება დაბრუნდეს ევროპულ კონტინენტზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი