,, ივანიშვილი მარტო პანაშვიდებზე რომ ბედავს სიარულს, რადგან იცის, მიცვალებული ვერაფერს დააკლებს” – ლაშა ბუღაძე

მწერალი სოციალურ ქსელში წერს:
,,როცა მთელი ერი ერთიანია იმ სიხარულით, რომელიც ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მოგვიტანა და როცა მერამდენედ დადასტურდა, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა ყველას გვაერთიანებს – სპორტში თუ სახელმწიფოებრივად, – ივანიშვილმა მორიგ ჯერზე გახლეჩაზე და საქართველოს დასუსტებაზე დადო ფსონი – საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების ხარჯზე!
ვინ იბოღმება საქართველოს ევროპისკენ სვლის გამო? – !
ვინ გვიშხამებს ევროპისკენ სვლის სიხარულს? ვინ გვიშხამებს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით მოგვრილ ბედნიერებასა და ამაღლებულ განწყობას? – რუსეთი და ივანიშვილის “ქართული კოშმარი”!..
სად მიიღეს “უცხოელი აგენტების კანონი”? – პუტინის რუსეთში… და ახლა ისევ აქ ცდილობენ ამას…
ყირგიზეთში გუშინ მოაწერეს ხელი იქაური “რუსული კანონის” მიღებას! სეპარატისტულ აფხაზეთში დღე-დღეზე მიიღებენ იგივეს! ღმერთმანი, კარგ “კამპანიაში” ვართ – რუსულ-ყირგიზულ-სეულ კომპოტში!
ხომ დაგისტვინეს თამაშის მერე ახალგაზრდებმა? ხალხში არ გამოგესვლებათ… ივანიშვილი მარტო პანაშვიდებზე რომ ბედავს სიარულს, რადგან იცის, მიცვალებული ვერაფერს დააკლებს… მაგრამ ცოცხალთა პასუხს ამჯერადაც მიიღებთ – საქართველოს ვერც ერთ ჯერზე ვერ აქცევთ რუსეთად!”

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!

ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად უარყოფენ ბრალს, რაც გულისხმობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ბლოკადის მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას – მათ აქვთ სურვილი გამოძიებასთან ითანამშრომლონ