პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)