ფუმიო კიშიდა: უკრაინის მიმართ იაპონიის მხარდაჭერა ურყევია

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მისი ქვეყნის მხარდაჭერა ურყევია. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ს უთხრა 3 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრისას, იტყობინება იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
როგორც ზელენსკიმ დაწერა სოცქსელ X-ში, მან კიშიდას გააცნო ვითარება ბრძოლის ველზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ს მიმართ სანქციების გამკაცრება და რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციის მექანიზმის შექმნა.
„პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ თქვა, რომ სურს, პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს გულწრჩელი პატივისცემა გამოუხატოს სიმამაცისთვის და რომ იაპონია ურყევი იქნება უკრაინის მხარდაჭერაში,“ ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ