თინა ბოკუჩავა – უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფს ქალებს პარლამენტარად წოდებული ბექა ოდიშარია – ასეთი განცხადების გამო, უმრავლესობა მას მანდატს უნდა ატოვებინებდეს

რეალურად, ასეთი განცხადების გამო, უმრავლესობა უნდა ატოვებინებდეს მანდატს ოდიშარიას, მაგრამ, როდესაც ქალებს თავად ებრძვიან, კარგად ვიცით, რომ ეს არ მოხდება , – ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა უმრავლესობის დეპუტატის, ს შეურაცხმყოფელ რეპლიკას ქალების მისამართით.
ბოკუჩავას თქმით, დღეს, როდესაც ქალთა კვოტირება გააუქმეს პარლამენტში, “ივანიშვილის პარტიამ” კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ებრძვის ქალებს და ცდილობს, განდევნოს ქალები პარლამენტიდან, პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან.
“დღეს, როდესაც ქალთა კვოტირება გააუქმეს პარლამენტში, ივანიშვილის პარტიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ებრძვის ქალებს და ცდილობს, რომ განდევნოს ქალები პარლამენტიდან, პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან, იმიტომ, რომ იძულებით ემიგრაციაში მყოფთა 70% სწორედ ქალია, ამ ფონზე უშვერი სიტყვებით, შეურაცხყოფს ქალებს პარლამენტარად წოდებული, ბექა ოდიშარია და მაკა ბოჭორიშვილის, ქალი პარლამენტარის, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლის პასუხი არის – შემწყნარებლობა და მიმღებლობა ბექა ოდიშარიას ამ კომენტარის მიმართ.
ეთიკის საბჭო სრულიად უმოქმედოა. არაფერს აკეთებს, არსებობს მხოლოდ ფურცელზე. რეალურად, ასეთი განცხადების გამო, უმრავლესობა უნდა ატოვებინებდეს მანდატს ოდიშარიას. მაგრამ, როდესაც ქალებს თავად ებრძვიან, კარგად ვიცით, რომ ეს არ მოხდება”, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.