Bernabeu Digital-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი და მადრიდის “რეალი” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
ახალ შრომით ხელშეკრულებაში იქნება ჩადებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც, “ბლანკოსის” სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტი გაწყდება.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის სახელს ბრაზილიის ნაკრებს უკავშირებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, იტალიელი “სელესაოს” არ მიაშურებს.