ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის ავიარეისებისთვის 18 მლნ ლარი გამოიყოფა

ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 18 მლნ-ზე მეტი ლარი გამოიყოფა.
თბილისი--თბილისის, მესტია--მესტიის და თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებებზე ავიარეისების ორგანიზება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უნდა უზრუნველყოს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ეთხოვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით საჰაერო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა თბილისი-ბათუმი-თბილისის ავია მიმართულებაზე ჯამური ღირებულებით არაუმეტეს 3 049 973 დოლარის ეკვივალენტით ლარში. ავიარეისები ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის ვადით უნდა შესრულდეს
მესტია-ბათუმი-მესტიის, თელავი-ბათუმი-თელავისა და სხვა რეისებს, აეროპორტების გაერთიანებამ ცალკე ტენდერი უნდა გამოაცხადოს ჯამური ღირებულებით არაუმეტეს 5 601 140 დოლარის ეკვივალენტით ლარში. ამ შემთხვევაში ავიარეისები 1 წლის განმავლობაში შესრულდება.
თბილისი-ბათუმი-თბილისის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის, ანუ 2 წლის განმავლობაში შესასყიდი ადგილების რაოდენობა ორივე მიმართულებით ჯამში საორიენტაციოდ არის 26 560 ადგილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”