“ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში, როდესაც აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ, რაც სჭირდებათ, რათა თავი დაიცვან” -ბლინკენი

-ის სახელმწიფო მდივანი პარიზში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდა. შეხვედრისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ევროპასთან მიმდინარე თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ენტონი ბლინკენმა და სებასტიან ლეკორნუმ დაათვალიერეს სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელსაც საფრანგეთი უგზავნის უკრაინას.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ახლა გადამწყვეტ მომენტში იმყოფება, რომლის დროსაც აუცილებელია საჭირო დახმარების გაწევა თავის დასაცავად.

“რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა – ის უფრო სუსტია სამხედრო თვალსაზრისით, სუსტია ეკონომიკურად, სუსტია დიპლომატიურად; უფრო გაერთიანებულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა; ევროპა გათავისუფლდა რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულებისგან და ნატო-ს ალიანსი კიდევ ორი წევრით გაძლიერდა და გაფართოვდა; თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში, როდესაც აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ, რაც მათ ისევ სჭირდებათ, რათა დაიცვან თავი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვას“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ამასთან, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა -ის კონგრესს, დაამტკიცოს დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა, რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ს, მეტი დახმარება გაუწიოს უკრაინას.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, სავარაუდოდ, შეხვდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი