უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. „უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ნაწილებმა Shahed-ის ტიპის დრონები ხმელნიცკის, ჟიტომირის, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში გაანადგურეს“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 4 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
ასევე, რუსებმა დონეცკის ოლქს სამი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – იმის არაღიარება, რომ პირდაპირი კორელაციაა კეთილდღეობის ზრდასა და დემოგრაფიული გამოწვევების ზრდას შორის, იგივეა, რომ მეცნიერება არ ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ დედამიწა ბრტყელია