WP – აშშ-მა რუსეთი „კროკუსზე“ ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ წინასწარ გააფრთხილა

მოსკოვის ოლქში მომხდარ ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნით ადრე, -ის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს აცნობა, რომ საკონცერტო დარბაზი „კროკუს სითი ჰოლი“, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე გამხდარიყო, – ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომელთა ვინაობას არ ასახელებს.
„სისხლიან ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნის წინ, აშშ-ის ხელისუფლებამ რუს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ პოპულარული საკონცერტო დარბაზი „კროკუს სითი ჰოლი“ პოტენციური სამიზნე იყო“, – წერს გამოცემა.
მანამდე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, მ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა 7 მარტის დილით ს დაზვერვის სამსახურებს მიაწოდა წერილობითი ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ.
ცნობისთვის, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმას 144 ადამიანი ემსხვერპლა.