გერმანიაში დააკავეს რუსული გემი, რომელზეც აშშ-სთვის განკუთვნილი ურანი აღმოჩნდა

გერმანიის საბაჟომ დააკავა რუსული გემი Atlantic Navigator 2-ი, რომელზეც მერქანი და გამდიდრებული ურანი აღმოჩნდა. ტვირთი განკუთვნილი იყო -სთვის. 193 მეტრის სიგრძის გემის მარშლის კუნძულების დროშის ქვეშ მიცურავდა და ტექნიკური პრობლემების გამო, 4 მარტს როსტოკის პორტში იძულებით გაჩერდა.
გემმა გარკვეული დაზიანება ყინულით დაფარული წყლის აკვატორიის გავლის შედეგად მიიღო.
რადგან ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონელი გადაჰქონდა, როგორც როსტოკის საპორტო-სანაოსნო უწყებამ აცნობა გაზეთ Ostsee Zeitung-ს, საბაჟომ გემის დაკავების ბრძანება გასცა.
გემ Atlantic Navigator 2-ისა და მის ტვირთის გარშემო გერმანია აწარმოებს გამოძიებას, რომლის დასრულებამდე სატვირთო გემს არ აქვს პორტის დატოვების უფლება.

ასევე დაგაინტერესებთ