ტიციან ტაბიძის უკანასკნელი სურათი – 1937 წელი

1895 წლის 2 აპრილს დაიბადა ტიციან (ტიტე) ტაბიძე – პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ჯგუფისა და ასევე ამავე სახელწოდების ჟურნალის ერთ-ერთი დამაარსებელი.
📷 საქართველოს ეროვნული არქივი
ტიციან ტაბიძის უკანასკნელი სურათი. 1937 წელი
მარცხნიდან: ალექსანდრე სიგუა, ტიციან ტაბიძე, მიხეილ თუმანიშვილი
ფოტოს ახლავს ალექსანდრე სიგუას საინტერესო მინაწერი:
„1937 წელს ტიციან ტაბიძე პუშკინის საიუბილეო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი იყო. თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე იყო, მაგრამ ის არ ერეოდა საიუბილეო კომიტეტის მუშაობაში და ძირითადად ტიციანს უხდებოდა ყოველგვარი საკითხის მოგვარება, რომელიც კი პოეტის იუბილესთან იყო დაკავშირებული.
პუშკინის საიუბილეო კომიტეტში მეც ვმუშაობდი. ერთხელ პოეტი საქართველოს მუზეუმში შემოვიდა, სადაც პუშკინის საიუბილეო გამოფენას ვაწყობდით.
საშა, – მითხრა ტიციანმა, – ერთი ფოტოგრაფს დაუძახე და მიხეილ თუმანიშვილიც (კომიტეტში მუშაობდა) მოვიდეს და ერთად სურათი გადავიღოთ.
ეს იყო ტიციანის უკანასკნელი სურათი და უკანასკნელი მოსვლა საიუბილეო კომიტეტში.
1/V-1975 წ. ალექსანდრე სიგუა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ