ავსტრიის კანცლერი – ავსტრიამ რუსული ინფილტრაციის აღსაკვეთად უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს

ავსტრიის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის დაკავება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის სერიოზული ბრალდებებით მიუთითებს იმაზე, რომ ავსტრიამ უნდა გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება რუსული ინფილტრაციის აღსაკვეთად, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებები ეგისტო ოტის წინააღმდეგ, რომელიც აწ უკვე დაშლილ სადაზვერვო სააგენტოში მუშაობდა, იმდენად მძიმეა, რომ კანცლერმა ავსტრიის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა.
“ერთი მხრივ, ამ ბრალდებებს სასამართლო ხელისუფლებამ უნდა მიხედოს. მეორე მხრივ, საჭიროა რესპუბლიკის უსაფრთხოების სიტუაციის შეფასება და დაზუსტება. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ რუსი ჯაშუშების ქსელები, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურ პარტიებსა და ქსელებში შეღწევით ან ინსტრუმენტალიზაციით“, – აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.
მისი თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მომავალი კვირის სამშაბათისთვის მოიწვევს.
ვენის სისხლის სამართლის სასამართლომ ეგისტო ოტის 14-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვენის პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდებების შესახებ დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ განაცხადა, რომ ბრალდებები დაკავშირებულია სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან და ავსტრიისთვის საზიანოა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ