„ქრონიკის“ ექსკლუზივი – ზურაბ ადეიშვილი ჰააგაშია

„ქრონიკის“ ექსკლუზივი – საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამ წუთებში ჰააგაშია.

საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე ბრალდებული „იმედის“ კითხვებს არ პასუხობს და განმარტებებს თავს არიდებს.

ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ნიდერლანდები მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის”. ზურაბ ადეიშვილი კონფერენციაზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად მივიდა.

ადეიშვილი, რომელმაც საქართველო 2012 წელს დატოვა, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზეა დაუსწრებლად მსჯავრდებული.

ადეიშვილი ჰააგამდე ბელგიასა და გერმანიაში, იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ