ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს

ევროკავშირი ღაზის სექტორში საქველმოქმედო ორგანიზაცია World’s Central Kitchen-ის თანამშრომლების დაღუპვასთან დაკავშირებით საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს.
„ვგლოვობთ World’s Central Kitchen-ის ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად, რომლებიც ღაზაში დაიღუპნენ. ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. მოვუწოდებთ, ამ ტრაგედიის საფუძვლიანი გამოძიებისკენ“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკავშირმა, აშშ-სთან და კვიპროსთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ღაზის სექტორისთვის ხმელთაშუა ზღვის გავლით დახმარების მიწოდების მიზნით საზღვაო დერეფნის ჩამოყალიბებაში. საპილოტე მიწოდება გემით, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის მიერ მოწოდებული 200 ტონა საკვები პროდუქტებით იყო დატვირთული, ღაზაში მარტში განხორციელდა.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი სამხედროების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ღაზის სექტორში საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა, რომლებიც ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან. მომხდარის გამო, World Central Kitchen-მა რეგიონში მუშაობა შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ