ომბუდსმენი – შოვის ტრაგედიის საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით

შესაძლოა, იკვეთებოდეს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა – გამოძიების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს [] მიერ საკუთარი საქვეუწყებო დაწესებულების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოძიება,- ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის ანგარიშში ს ტრაგედიასთან დაკავშირებით არის აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შოვში სამაშველო ოპერაციის დროულად და ადეკვატურად დაგეგმვის, მართვის და განხორციელების საკითხი.
„სახალხო დამცველის პოზიციით, შოვის ტრაგედიის საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით.
გამოძიებამ უნდა შეისწავლოს სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულების შესრულების/შეუსრულებლობის, რისკის/საფრთხის შემცველი სიტუაციების რეგულაციის, პრევენციული და რეაქციული ღონისძიებების გატარების საკითხები, ხოლო საჭიროებისას გამოიყენოს სხვა ქვეყნის საექსპერტო დახმარება.
მოცემულ ეტაპზე შესაძლებელია აღინიშნოს, რომ, შესაძლოა, იკვეთებოდეს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა. კერძოდ, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შოვში სამაშველო ოპერაციის დროულად და ადეკვატურად დაგეგმვის, მართვის და განხორციელების საკითხი, ხოლო გამოძიების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს მიერ საკუთარი საქვეუწყებო დაწესებულების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოძიება“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!