მიხაილ ფედოროვი – უკრაინას აქვს დრონები, რომლებსაც შეუძლიათ 1 000 კილომეტრზე მეტი იფრინონ

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის განცხადებით, უკრაინამ მოახერხა, 2024 წელს შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება გასულ წელთან შედარებით ათჯერ გაეზარდა.
„დრონების უმეტესობას, რომლებიც თავს დაესხნენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, 700-დან 1 000 კილომეტრამდე მოქმედების მანძილი აქვთ, მაგრამ ახლა არის მოდელები, რომლებსაც შეუძლიათ 1 000 კილომეტრზე მეტი იფრინონ“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, შედეგი დრონების განვითარებაზეა დამოკიდებული. ის პროგნოზირებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონების პირველი პროტოტიპები ბრძოლის ველზე მცირე რაოდენობით 2024 წლის ბოლოს გამოჩნდება.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ ვინ იმარჯვებს ტექნოლოგიურ ომში.
„თუმცა, ჯერ კიდევ შეუძლებელია იმის თქმა, თუ ვინ იგებს ტექნოლოგიურ ომს – ზოგიერთ სფეროში ჩვენ ვიმარჯვებთ, ზოგიერთში კი რუსები ჩვენზე მაღლა დგანან“, – აღნიშნა ფედოროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ