-ის მოქმედმა ელჩმა არ უნდა იტვირთოს თავისი წინამორბედის სამარცხვინო განცხადებები თუ გადაწყვეტილებები

აშშ-ის მოქმედმა ელჩმა არ უნდა იტვირთოს თავისი წინამორბედის სამარცხვინო განცხადებები თუ გადაწყვეტილებები
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას: „გვინდა მივმართოთ -ის საელჩოს, ქალბატონ ელჩს, რომ დაიწყოს საუბარი იმ სანქციებზე, რომლებიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს, რათა მოეხსნათ. იმედს ვიტოვებთ, მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
დავით ქართველი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში საეჭვოა აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში მოქმედმა ელჩმა სასწაული მოახდინოს.
„ლოგიკურად – აშშ-ის მოქმედმა ელჩმა არ უნდა იტვირთოს თავისი წინამორბედის სამარცხვინო განცხადებები თუ გადაწყვეტილებები. ასეთ შემთხვევაში, მან არ უნდა იტვირთოს, ასევე, გვარამიასა და მისი უახლოესი გარემოცვის ძალისხმევა, რომელიც მათ შარშან გამოავლინეს იგივე ფრენსის ფუკუიამასა და აშშ-ის კონგრესის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობით ქართველი მოსამართლეების უსამართლო სანქცირების საქმეში. მაგრამ, აშშ-ის მოქმედმა ელჩმა ასეთი ლოგიკურობა რომ გამოავლინოს, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის ინტერესებს, სულ ცოტა, გაგებით უნდა ეკიდებოდეს. თუმცა ასეთ შემთხვევაში, რამდენად შეინარჩუნებს ელჩის პოზიციას თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში – რიტორიკული შეკითხვაა. ამიტომ, სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში მოქმედმა ელჩმა სასწაული მოახდინოს…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს