კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო – “ნაპოლი” ხვიჩას იმედადაა

“ატალანტასთან” განადგურებული “ნაპოლი” “მონცასთან” მატჩისთვის სამზადისს შეუდგა. კლუბის საიტის ცნობით, მ მოედანზე ინდივიდუალურად ივარჯიშა.
Areanapoli აღნიშნავს, რომ ქართველის დაბრუნება ფრანჩესკო კალცონას გუნდისთვის უპირველესი მნიშვნელობისაა, რათა როგორმე ევროტურნირის საგზური მოიპოვონ და მომავალ შეხვედრაში აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ.
სერია A-ს 31-ე ტურის დაპირისპირება “მონცასა” და “ნაპოლის” შორის 7 აპრილს გაიმართება. ასე რომ, კვარაცხელიას მწყობრში ჩასადგომად დრო აქვს.