“ზენიტის” ყოფილმა შემტევმა დანიმ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა.
პორტუგალიელის თქმით, კრიშტიანო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
“კრიშტიანო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მან ეს ყველას დაუმტკიცა, ისტორია გადაწერა და სამაგალითო პროფესიონალია. მსოფლიოს ყველა მოთამაშე უბედნიერესი იქნებოდა, თუ რონალდოსთან ერთად ან მის წინააღმდეგ თამაში მოუწევდა.
ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნები, თუ უმაღლეს დონეზე თამაში სურთ, კარგად უნდა იკვებონ, დროულად დაიძინონ და თავს მოუარონ, რონალდო კი მათთვის სამაგალითოა.
რონალდო ჩვენთვის, პორტუგალიელებისთვის, გმირია. მინდა, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში გააგრძელოს. მართალია, ახლა საუდის არაბეთში თამაშობს, მაგრამ უამრავი გოლი გაიტანა.
დარწმუნებული ვარ, კრიშტიანოს 42-43 წლამდე თამაში შეუძლია”, – განაცხადა დანიმ.
შეგახსენებთ, რონალდომ “ალ ნასრის” მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 34 მატჩი გამართა, თავი კი 33 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.