„ნეტგაზეთი” გირჩევთ ადგილებს, სადაც წასვლასაც 1-7 აპრილს შეძლებთ:
· 1 აპრილი – აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი – რუსთაველის თეატრი – 21:00
2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.
პირველ აპრილს რუსთაველის თეატრში გაიმართება აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების საქველმოქმედო ფონდის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტი. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის-ფერადი ქალაქის მშენებლობას. ცენტრში აუტიზმის მქონე მოზარდები და ზრდასრულები მიიღებენ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებს, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში განვითარდებიან და შეძლებენ საზოგადოებაში ინტეგრირებას.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ალექსანდრე კორძაია და გორის ქალთა გუნდი.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ – აქ.
· 5, 6, 7 აპრილი – „ღიმილიანი საქართველო” – კინოთეატრი ამირანი – დარბაზი 3 – 20:00
ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ ლუკა ბერიას დოკუმენტური ფილმი „ღიმილიანი საქართველო”, 5, 6 და 7 აპრილს გექნებათ ფილმის ნახვის შესაძლებლობა ამირანის კინოთეატრში.
როგორ შეიძლება მოსახლეობისთვის კბილების შეცვლის კამპანია „ღიმილიანი საქართველო” ირეკლავდეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, აერთიანებდეს დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების უცვლელ და მსგავს მიდგომებს, დაპირებებსა და მოლოდინებს; ფილმის ყურებისას კი სიცილი, სევდად და სინდისის ქენჯნად გექცეთ, ამას ლუკა ბერაძის ფილმის ნახვის შემდეგ გაიგებთ.
· 5, 6 აპრილი – „შინ, ნულისკენ” – სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე” – 20:00
სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცის“ მიერ შექმნილი „სტუდენტური პლატფორმის” ფარგლებში 5 და 6 აპრილს შედგება მესამე პრემიერა. ამჯერად, მაყურებელი იხილავს წარმოდგენას სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში.