თელავში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების კვირეული დაიწყო

1-ელ აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მერიის ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საინფორმაციო კვირეული დაიწყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დღეს შეხვედრა გაიმართა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან, რომელშიც ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
„შეხვედრის ფარგლებში მშობლებმა მიმდინარე საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. გაჟღერდა უკუკავშირი მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების დახმარებაზეა ორიენტირებული.
მადლობას ვუხდით შეხვედრის მონაწილეებს ინტერაქციისთვის, შეხვედრის საინტერესოდ წარმართვისთვის, რომელიც არსებული პროცესების გაუმჯობესებას და სამომავლო გეგმების კოორდინირებულად დასახვას ემსახურებოდა.
ამავე კვირეულის ფარგლებში, 2 აპრილს დაგეგმილია შეხვედრა სოფელი კონდოლის და სოფელი ვანთის საჯარო სკოლების მე-7, მე-8, მე-9 კლასების მოსწავლეებთან. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინიციატივით და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოეწყობა თემატურ-შემეცნებითი აქტივობები. სკოლების მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მიიღონ მეტი ინფორმაცია აუტიზმის შესახებ.
ხოლო, 3 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, თელავის ბავშვის განვითარების ცენტრი “ცისარტყელა” გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ბაგა-ბაღების მენეჯერებთან და აღმზრდელებთან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა