რუსეთის უშიშროება – დაღესტანში დაკავებული აღიარებს, რომ „კროკუსის“ თავდამსხმელებს იარაღი ჩამოუტანა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც დაღესტანში დაკავებული ერთ-ერთი პირი აცხადებს, რომ ტერორისტებისთვის, რომლებმაც საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა განახორციელეს, იარაღი მაჰაჩყალიდან ჩაიტანა.
„იმ ბიჭებისთვის იარაღი ჩამოვიტანე, რომლებიც მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლს“ დაესხნენ თავს. იარაღი მაჰაჩყალიდან მიტიშჩიში ჩამოვიტანე, მხოლოდ ფული და იარაღი მივაწოდე”, – აცხადებს დაკავებული ვიდეოში და დასძენს, რომ ჩხრეკისას მის ბინაში „კალაშნიკოვის“ ორი ავტომატი და 460 ტყვია აღმოაჩინეს.
დაკავებულებმა ასევე განაცხადეს, რომ კასპიისკში ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ.
„იყო გეგმები ტერორისტული თავდასხმის შესახებ კასპიისკში ან გამარჯვების პარკში. ბომბები ხალხში უნდა აფეთქებულიყო,“- აღნიშნა ერთ-ერთმა დაკავებულმა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღესტანში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა